გადაფრენის იდეა და ორგანიზაციის დაწყებითი ეტაპი ეკუთვნის:
“პირველი ჰაერნაოსნობის კლუბს” (საქართველო)
“კიევის ჰაერსანაოსნო ორგანიზაციას” (უკრაინა)
Kubicek Hot-air Balloons & Airships (ჩეხეთის რესპუბლიკა)
თანაორგანიზატორები დამონაწილეები:
"Russian Records Factory" (Russian Federation)
ჰაერნაოსნობის ცენტრი АВГУР (რუსეთის ფედერაცია)
Ballooning Centre (ლიტვა)
The Black Sea Contest Club (უკრაინა)
SKYWAY BALLOONS (თურქეთი)
ფრენის მარშრუტი გადის უკრაინიდან თურქეთში. სასტარტე ფრენა განხორციელდება ყირიმის ნახ.კუნძულის სამხრეთ ნაწილში, დაშვება რეგიონში
ქ. ანკარაში.
სამარშრუტო მანძილი შეადგენს დაახლოებით 450კმ.
სიმაღლე – ზღვის დონიდან 100დან 3 500მ-მდე.
ღია ზღვის სივრცეზე ფრენის დრო – 18 სთ-მდე.
საჰაერო ხომალდი – AX14 კლასის აეროსტატი 14 200 მ3 გარსის მოცულობით.
პროექტი უნიკალურია ასევე ფრენის პირობებით. არ არსებობს პირდაპირი საჰაერო ნაკადი, რომელსაც შეუძლია აეროსტატის შავი ზღვის ერთი სანაპიროდან მეორეზე გადატანა. გადაფრენის განსახორციელებლად აუცილებელია განსაკუთრებული სინოპტიკური პირობები: წარმოქმნილი ორი ციკლონი მოძრავი ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. მხოლოდ მათ შორის არსებულ დერეფანში, წნევის ორმხრივი ზეწოლის შედეგად, მუდმივად აეროსტატის სიმაღლის ცვლის მაქსიმალური სიჩქარის ძიებისას, აქვს შანსი დანიშნულების ადგილზე დაფრენის.
ამ ამოცანის შესრულება თითოეული მონაწილის მაქსიმალურ პროფესიონალიზმს მოითხოვს, ამიტომ პროექტში გაერთიანდნენ საუკეთსო საავიაციო სპეციალისტები და ევროპის ჰიდროფიზიკის მეცნიერები, თითოეული მათგანი გამოჩენილი ადამინია.
ფრენის მართვის ცენტრი მდებარეობს ყირიმში. მის შემადგენლობაში შედიან გამოცდილი ავიატორები, მეტეოროლოგები, შტურმანები, რადიო მეკავშირეები. მათი ამოცანაა - მეტეოპროგნოზის შედგენა აეროსტატის მოდძრაობის კურსის მიხედვით, ფრენის ტრაექტორიის გათვლა და ამ მონაცემთა გადაცემა საჰაერო ბურთის ბორტისთვის, აუცილებლობის შემთხვევაში საზღვაო სამაშველო ღონისძიებათა მართვა.
გადაფრენის წარმატებულად გასახორციელებლად აუცილებელია სახელმწიფოს დახმარება. პროექტში მონაწილეობას იღებენ უკრაინისა , საქართველოს და თურქეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციები, აერონავიგაციისა სამსახურები, რომლებიც უწევენ ორგანიზატორებს ყოველმხივ დახმარებას.
ორგანიზატორების ამოცანას წარმოადგენს მსოფლიოს სპორტული მიღწევა, ამავდროულად ნათელი პოზიტიური მაგალითის შექმნა შავი ზღვის ქვეყნების თანამშრომლობაზე მიწაზე და ცაში მთლიანად მსოფლიო საზოგადოების მიმართ.
















