English
Georgian
Ukrainian
Russian
პროექტის შესახებ
გუნდი
ფრენის გეგმა
დაფინანსება
სიახლენი
გამოჩენილი ფრენები
კონტაქტი
 
 

სიახლენი

სავარჯიშო ფრენა უკრაინაში
2011 წლის 26 მარტს უკრაინულმა ეკიპაჟმა პილოტების - სერგეი სკალკოსა და იური ბეიდიკის, რადისტების - ალესანდრე შევჩენკოსა და იური გორეცის შემადგენლობით განახორციელა მორიგი სავარჯიშო ფრენა, შავ ზღვაზე გადაფრენის მზადების პროგრამის შესაბამისად.
ეკიპაჟმა სტარტი აიღო დილის 5 საათსა და 51 წუთზე, Kubicek ფირმის სითბური აეროსტატით BB14, რაიონიდან დ.პ. ხმელნიკი კურსით ქ. დონეცკზე. ფრენა გაგრძელდა 12 საათი და 23 წუთი, განვლილმა მანძილმა შეადგინა 708 კმ, ფრენის სიმაღლე - 3 000 მ.
ფრენისას დამყარდა უკრაინის ნაციონალური რეკორდი მანძილსა და ჰაერში ყოფნის ხანგრძლივობაში.

2010 წლის ოქტომბერი.  სითბური აეროსტატი უკრაინაშია!

2010 წლის 22-26 ივნისს  შედგა ფრენის უსაფრთხოების გუნდის სამუშაო სხდომა სევასტოპოლში.

2010 წლის 28 მარტს ქართულ-უკრაინულმა ეკიპაჟმა რევაზ უთურგაურისა და სერგეი სკალკოს შემადგენლობით შეასრულა პირველი სავარჯიშო ფრენა შავ ზღვაზე გადაფრენის მომზადების პროგრამით.
ეკიპაჟმა სტარტი აიღო ფირმა Kubicek-ის თბოაეროსატატით BB 42Z 7 საათსა 04 წუთზე დასახლებული პუნქტი ულიანოვკადან (უკრაინა) კურსით კიევისაკენ. ფრენა 10 სთ და 29 წთ. გრძელდებოდა, გავლილმა მანძილმა 122 კმ შეადგინა, მიღწეული სიმაღლე 4 613 მ.
ფრენისას დამყარდა უკრაინის რეკორდი სიმაღლეში და საქართველოს ორი ეროვნული რეკორდი სიშორესა და ჰაერში ყოფნის დროზე.

2009 წლის 25 ოქტომბერს პირველად შედგა ფრენის უსაფრთხოების გუნდის სამუშაო სხდომა. განიხილებოდა პროექტის დეტალები.

2009 წლის 24 ოქტომბერს ქ.კიევში საჰაერო ბურთების ფესტივალის ჩატარების პერიოდში “მონგოლფერია – 2009” გაიმართა "Black Sea Balloon Run" პროექტის პრეზენტაცია. ორგანიზატორებმა პირველად ოფიციალურად გააცნეს თავიანთი გეგმები ფესტივალზე ჩასულ ჰაერნაოსან კოლეგებსა და ჟურნალისტურ კორპუსს.

2009 წლის ზაფხულში, ბელორუსიაში შეხვედრის დროს, Kubicek Balloons & Airships დილერებს შორის გაჩნდა შავ ზღვაზე გადაფრენის იდეა.

 





ფრენის მარშრუტი


The balloon is in Ukraine.
All works well!


The working meeting in Sevastopol


The working meeting in Sevastopol


The working meeting in Sevastopol


Flight trainings


Flight trainings


Flight trainings


Engendering a radio
navigation base


The presentation of The Black Sea Balloon Run project


The presentation of The Black Sea Balloon Run project


The first working meeting of the Team. From left to right:
Dr. of science Michael Shokurov,
Gen. Jaroslav Skalko,
Lilyana Blagoeva,
Sergey Skalko.


Revaz Uturgauri testing "dry" hydro body suit


Summer 2009: the first idea!
From left to right:
Romualdas Bakanauskas (Lithuania),
Michael Suchi (Czech Republic),
Stanislav Feudorov (Russian Federation),
Sergey Skalko (Ukraine),
Revaz Uturgauri (Georgia),
Lilyana Blagoeva (Georgia).